მინისტრის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებით

24.04.2014 03:26

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის 25 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და კომპანია „RMG გოლდმა" ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ემყარება საქართველოს კანონმდებლობას და ითვალისწინებს სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის აუცილებლობას. სამწუხაროდ, გარკვეული წრეები ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, თითქოს ირღვევა მემორანდუმის პუნქტები და საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს. პირადად მე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ჩავედით ყაჩაღიანის უბანზე და ვაცხადებ, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები არ არის დარღვეული. იქვე შევხვდით აქციის მონაწილე ახალგაზრდებსა და კომპანიის მუშა-მოსამსახურეებს. ჩვენ შორის გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი. მემორანდუმის თანახმად, საყდრისზე დაკვირვებას აწარმოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი. ჩამოდიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანების გარდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციას. საკითხი გასცდა კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებს და მიიღო არაჯანსაღი სახე. როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიღაცას ხელს აძლევს აჟიოტაჟის შექმნა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ორგანიზაციაც ხელს უწყობს სიტუაციის დაძაბვას და აშკარად სუბიექტური განწყობით, მიზანმიმართულად ამწვავებს ვითარებას. ეს ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მინისტრის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებით
03:38

მინისტრის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებ...

culturegovge culturegovge

მინისტრის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებით
01:42

მინისტრის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებ...

culturegovge culturegovge

მინისტრის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებით
06:24

მინისტრის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებ...

culturegovge culturegovge

მინისტრის განცხადება საყდრისი ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებით
03:26

მინისტრის განცხადება საყდრისი ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებ...

davitianni georgia

პირველი სტუდია - 2014 წლის შეფასება;  პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია;
01:44:35

პირველი სტუდია - 2014 წლის შეფასება; პრემიერ-მინისტრის პრეს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფანჯიკიძე - ბოლო დროს ყველა გაურბის პასუხისმგებლობას
03:29

ფანჯიკიძე - ბოლო დროს ყველა გაურბის პასუხისმგებლობას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციური პარტიები ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის გაუქმებას ითხოვენ 14/03/2018
02:18

ოპოზიციური პარტიები ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის გაუქ...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რომის პაპის განცხადება
00:58

რომის პაპის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო