ეროსი და კოტე / Erosi Manjgaladze and Kote Makharadze

16.08.2024 00:06

საქართველოს და არა მარტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ხდება ის, რაც დღეს მოხდება - 2024 წლის 18 ივნისს. ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დაიწყებს. ეს ბიჭები, ყველას რომ თავი შეაყვარეს, იმ დიდი და სახელოვანი ფეხბურთელების ღირსეული ცვლაა, რომელთა ჩემპიონობის, თუ თასის მფლობელთა თასის მოგების სიხარული თაობებმა ნატვრად ატარეს. და აჰა, არის, ასრულდა ოცნება, როგორც 1964 წელს უმღეროდნენ „ოქროს ბიჭებს“. 60 წელი გვაშორებს პირველი გამარჯვების თარიღთან, იმ სპორტული რეპორტაჟის წამყვანების - ორი გენიალური და ყველასთვის საყვარელი არტისტის, ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის განუზომელ სიხარულთან. და როგორც 1981 წელს გერმანიაში, დიუსელდორფში მოპოვებული თასის შემდეგ გუგუნებდა „დინამოს“ სტადიონი, ახლაც, ასე შემოგძახებთ - „შუქი ახლავს მთებს და ველებს კვლავაც ბევრჯერ ასახელეთ საქართველო ბიჭებო!" წინ, ევროპისკენ!

გაზიარება: