ნატვრის ხე

12.04.2021

ფეისბუკგვერდი : https://www.facebook.com/raevinman1 ნატვრის ხე — თენგიზ აბულაძის 1976 წელს შექმნილი მხატვრული ფილმი გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით. დამდგმელი რეჟისორი:- თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორი; რევაზ ინანიშვილი, თენგიზ აბულაძე, კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე,იაკობ ბობოხიძე. ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი. სტუდია: " ქართული ფილმი" გამოსვლის თარიღი: 1977 ხანგრძლივობა: 107 წთ. ქვეყანა: საქართველოს სსრ. ენა: ქართული. როლებში: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა); სოსო ჯაჭვლიანი (გედია); ზაზა კოლელიშვილი (შეთე); კოტე დაუშვილი (ციციკორე); სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა); კახი კავსაძე (მეამბოხე იორამი); ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი); რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე); ეროსი მანჯგალაძე (ბუმბულა); სესილია თაყაიშვილი (მარადია); გიორგი ხობუა (ბათულა); გივი ბერიკაშვილი (პადღულა); ჯემალ ღაღანიძე (თაღრია); ბორის წიფურია (ქორია); ია ხობუა (გედიას დედა); თემინა ტუაევა (ნარგიზა); დათო აბაშიძე (გაულაწუნე); თინა ბურბუთაშვილი (შეთეს დედა); შოთა სხირტლაძე; ბერტა ხაფავა; ლეილა ძიგრაშვილი. ჯილდოები: 1977: მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე 1977: ჟიურის სპეციალური პრიზი : „ოქროს ჯიხვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე 1978: ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე 1978: ჩიკაგოს კინოს ფესტივალი, ოქროს ჰიუგო(ნომინირებული : საუკეთესო სრულმეტრაჟიანი კინორეჟისურასთვის) 1978: პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე 1979: პრემია დონატელოს „დავითი“ იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე 1979: რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1983: კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“ კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე

გაზიარება: