ოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“
საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ონლაინ-ოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“ დასრულდა. უკვე ცნობილია სამი გამარჯვებული, რომელთა ვინაობაც „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გახდება ცნობილი. ოლიმპიადის ფარგლებში, მოსწავლეებს სკოლებში უკვე გავლილი მასალებიდან 30-მდე შეკითხვისთვის, ასევე ბონუს-კითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხი. პროექტის გამარჯვებულები სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი კი დანარჩენ მონაწილეებსაც გადაეცემათ. ონლაინ-ოლიმპიადაში „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის სურვილი არაქართულენოვანი სკოლების 200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. პროექტის ფარგლებში, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც. „ჩვენი ქართული ენა“ საქართველოს პირველი არხის პროექტია, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე ოლიმპიადა - „ჩვენი ქართული ენა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე „ჩვენი ქართული ენა“ - ვინ გაიმარჯვა ქართული ენის ო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროექტი „ჩვენი ქართული ენა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროექტი „ჩვენი ენა ქართული“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ჩვენი ქართული ენა“ - ოლიმპიადის გამარჯვებულები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ჩვენი ქართული ენა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა V-VI კლასელებისთვის - გაკვეთილი...
პირველი არხი #ტელესკოლა