„ჩვენი ქართული ენა“

25.06.2021

დაჯილდოება მარნეულის რაიონის სოფელ ხოჯორნის სკოლაში. მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებს პროექტ „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში ჩატარებული ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცეს. ონლაინ-ოლიმპიადამ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს პირველი არხის პროექტ „ჩვენი ქართული ენის“ მიზანი ქართული ენის პოპულარიზაციაა. პროექტის ფარგლებში, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადა ტარდება, ასევე ეწყობა ყოველკვირეული „ფეისბუქ“-ვიქტორინა და თავისუფალი თემის კონკურსი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო