კათოლიკეების და მართლმადიდებლების ერთობლივი ლოცვა

02/16/2008
Mtieli Qartvelauri-ის მიერ

რაც შეეხება ტრადიციულ და არატრადიციულ ცრუ მოძღვრებებს -- აქ რაიმე დიფერენცირება დაუშვებელია. \"ყოველნი ღმერთნი წარმართთნი ეშმაკ არიან\" (ფსალმუნი დავითისა). არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სიცრუე და მწვალებლობა ძველია თუ ახალი. სხვათა შორის ისინი ბევრი რამით გვანან კიდეც ერთმანეთს, მაგ: იეღოველთა სექტას \"ნეო იუდაიზმსაც\" უწოდებენ ხშირად.

კათოლიციზმი (პაპიზმი), ისევე როგორც სხვა დანარჩენი ერესები, მწვალებლობაა იმიტომ, რომ იგი უარყოფს ქრისტიანობის უმთავრეს ამოცანას - განღმრთობას ანუ ცხონებას. პაპისტებმა არ მიიღეს წმ. გრიგოლ პალამას მიერ გამოთქმული და განმარტებული მოძღვრება (ეს არის ყველა წმინდა მამის, ანუ ეკლესიის მოძღვრება) სულის ცხონების შესახებ, რომელიც სული წმიდის მადლით განღმრთობაში მდგომარეობს და შესაბამისად, უარი თქვეს ცხონებაზე, მის შესახებ სწორი მოძღვრების დაგმობით. \"ღმერთი განკაცდა, რათა კაცნი განაღმრთოს\" აი, ეკლესიის ანუ ყველა დროის ყველა წმინდანის მთავარი სწავლება და ამოცანა. აი, ამას არ ღებულობს მართლმადიდელობის გარდა არცერთი რელიგიური მიმდინარეობა, მათ შორის კათოლიციზმი. სხვა დანარჩენი ცდომილებანი: \"ფილიოკვე\", პაპის უცთომელობა, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა, სალხინებელი და სხვა დასავლეთში გავრცელებული სქოლასტიკური იურიდიზმისა და ე. წ. \"დოგმატთა ევოლუციის\" თეორიის შედეგებია.

ე.წ „ბალამანდის უნია\" -- შეთანხმებაა პაპისტებსა და ოფიციალურ მართლმადიდებელ საპატრიარქოებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის, საიდუმლოთა ურთიერთაღიარების, ინტერ-კომუნიონის (ერთობლივი ლოცვების), ანათემათა მოხსნის შესახებ და სხვა. საქ. საპატრიარქო აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს (1997 წლის შემდეგ ფარულად) ამ პროცესში, ამის შესახებ არსებობს დოკუმენტური და ვიდეო მასალა.

ნაწყვეტი მღვდელ გელასი აროშვილის ინტერვიუდან
http://www.mamuli.net/didgori/bpg/pub...