პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს კანდიდატთა სია გადაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილმა ისინი საკონკურსო კომისიის მიერ რეკომენდებული სამი კანდიდატიდან შეარჩია. მათ შორის ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი. ვაკანტურია ცესკოს ორი წევრის თანამდებობაც, მათგან ერთზე პარლამენტს პრეზიდენტმა ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები შესთავაზა, მეორე პოსტზე კი ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილის მიერ შესაბამისი კანდიდატურები ვერ შეირჩა, ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. წარმოდგენილ კანდიდატებზე კი პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. თუ ცესკო-ს თავმჯდომარეს ან წევრს საკანონმდებლო ორგანო, ხმათა ორი მესამედით დაამტკიცებს, მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში კი - ექვსი თვე. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასაუბრება ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს კანდიდატები წარუდგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster