„ფაიზერის“ „ბუსტერული“ დოზით აცრა დამტკიცდა აშშ-ში

23.09.2021 00:35

65 წელს ზემოთ, „ფაიზერის“ ე.წ. ბუსტერის გაკეთების ნებართვა გასცა აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტომ. მოქალაქეები ვაქცინის მესამე დოზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მეორე ვაქცინაციიდან სულ მცირე 6 თვე არის გასული. ბუსტერულ დოზას ასევე მიიღებენ ის ზრდასრულები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან. ე.წ. ბუსტერული მესამე დოზა ახლა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც უნდა დაამტკიცოს. აღნიშნულ საკითხზე მრჩეველთა საბჭო შეხვედრას დღეს გამართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: