რეგისტრაცია და ვაქცინაციის პროცესი

24.07.2021 01:45

„ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია დაწყებულია, სპეციალურ პორტალზე, booking.moh.gov.ge, მოქალაქეები მათთვის სასურველ დროსა და კლინიკას არჩევენ. მცირე დაბნეულობა გამოიწვია ჯავშნის დამადასტურებელი შეტყობინების დაგვიანებამ. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში, მათ მიერ მითითებულ ნომერზე მიიღებენ. ვაქცინაციაზე ჩაწერა ცხელი ხაზის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. ამისათვის უნდა დარეკოთ ნომერზე 15:22. იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც დარეგისტრირება ვერც ერთი ჩამოთვლილი საშუალებით შეძლეს, მომავალი კვირის ბოლოდან მიეცემათ საშუალება, 37 სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ და ვაქცინაცია წინასწარი ჯავშნის გარეშე ჩაიტარონ. აქვე შეგახსენებთ, რომ „ფაიზერით“ აცრა უკვე 16 წლიდან არის ნებადართული. სრული ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზა, რომელიც 21-დან 28 დღის ინტერვალით კეთდება. ამასთან, თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებთან მესამე, ე.წ. ბუსტერი დოზის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერ არ გაცემულა. ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ იმ პირებსაც, რომელთა ინფიცირებიდან მინიმუმ 30 დღეა გასული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"ქრონიკის\" შეკითხვებს ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს

"ქრონიკის" შეკითხვებს ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს

TV IMEDI

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში
00:55

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსთავში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
01:08

რუსთავში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რუსთავში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
01:23

რუსთავში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

TV მაესტრო - მარნეულში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
01:33

TV მაესტრო - მარნეულში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარ...

Municipality of Marneuli

ვაქცინაციის პროცესი
06:58

ვაქცინაციის პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება
01:42

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას აუდიტი სწავლობს
06:07

ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას აუდიტი სწავლობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო