ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე


მამუკა ხაზარაძის ადვოკატები ცნობილი წერილის ექსპერტიზის დასკვნას ახმაურებენ. უფლებადამცველების მტკიცებით, ლონდონის ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წერილზე რამდენიმე ადამიანის ანაბეჭდია, თუმცა, ვისი - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ახლა ადვოკატები საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან ითხოვენ.

თავის მხრივ, საგამოძიებო უწყება ბიზნესმენების ადვოკატებს წერილის ორიგინალის წარდგენას და იმ შუამავლის დასახელებას სთხოვს, რომელმაც, როგორც ხაზარაძე ამტკიცებს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გიორგი გახარიას მუქარისშემცველი წერილობითი გზავნილი გადასცა. თუმცა როდის გაამჟღავნებს ხაზარაძე შუამავლის ვინაობას, თარიღი ადვოკატების მხრიდან დღესაც არ დასახელებულა.

ანაბეჭდების გადამოწმებას ითხოვენ უფლებადამცველებიც, რომლებსაც დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატები შეხვდნენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს ასევე აინტერესებთ, რატომ არ არიან დღემდე დაკითხულები ის ადამიანები, რომლებიც, მათივე განმარტებით, სავარაუდო წერილზე ხაზარაძისგან ინფორმირებულები იყვნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან