სანდრა რულოვსის შეხვედრა დიპკორპუსთან
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში გუშინ განვითარებული მოვლენების შესახებ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა. უცხოელ დიპლომატებს შორის იყვნენ ჰოლანდიისა და ევროსაბჭოს ელჩები, ასევე სხვა საელჩოების წარმომადგენლები. მათ სანდრა რულოვსმა ვიდეოკამერით გადაღებული ის მასალა უჩვენა, რომელშიც ზუგდიდში მომხდარი გუშინდელი ხმაურიანი ინციდენტია ასახული. რულოვსმა დიპლომატებთან წინასაარჩევნო პროცესი ნეგატიურად შეაფასა და განაცხადა, რომ გამარჯვების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ძალადობასა და მოსყიდვას. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს ევროსაბჭოსა და ჰოლანდიის ელჩებმა. მათ ზუგდიდის მოვლენები არ შეუფასებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ საარჩევნო პროცესებს დააკვირდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სანდრა რულოვსის შეხვედრა ახალგაზრდებთან
Livepress. ge
სანდრა რულოვსის შეხვედრა ბოლნისის რაიონ სოფელ ტალავერში
თავისუფალი ზონა
დავით ბაქრაძის და სანდრა რულოვსის შეხვედრა ახალქალაქის მოსახ...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გერმანია სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლა სცადეს
Radio Atinati
სანდრა რულოვსის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანდრა რულოვსი სოფელ ურთის მოსახლეობას შეხვდა
Radio Atinati
სანდრა რულოვსი ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა
Radio Atinati