ზამთრის კურორტებზე წყლის მიწოდების პრობლემაა


ზამთრის კურორტებზე კვლავ წყლის მიწოდების პრობლემაა. გუდაურში მდებარე „რედკოს“ კომპლექსი, სადაც 3 ათასამდე ნომერია განთავსებული, უკვე მე-3 დღეა, უწყლოდაა დარჩენილი. შეფერხების მიზეზად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ავარიას ასახელებენ და აცხადებენ, რომ პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება.

რაც შეეხება ბაკურიანს, კომპანიის ინფორმაციით, წყლით მომარაგების პრობლემა კურორტის დიდ ნაწილს უკვე მოუგვარდა. რამდენიმე ქუჩაზე კი, სასტუმროების რეზერვუარების შევსება იგეგმება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან