ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ
„დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში“, – ამის შესახებ განცხადებას „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ავრცელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“-მა უნდა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის, მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია. როგორც განცხადებაში აქიმიძე და დვალი აცხადებენ, განაგრძობენ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის. მათი თქმით, სახელწიფო ვალდებულია, დაიცვას მათი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები. „2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები. როგორც არ უნდა დამთავრდეს „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – ნათქვამია აქიმიძისა და დვალის ერთობლივ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პაატა სალიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქიბარ ხალვაშის შეთავაზება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დვალი-აქიმიძის უარი ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამოქალაქო დავის მოსმენა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი 2-ის 60%-იანი წილის დას...
PalitraNews