თურქეთის პრეზიდენტი ლვოვში
თურქეთის პრეზიდენტი ლვოვში ჩავიდა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ მოლაპარაკებას გამართავს, რის შემდეგაც, უკვე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მონაწილეობით, სამმხრივი შეხვედრა შედგება. ლიდერები უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის ორგანიზება გაუწიოს მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრას, რომელზეც მინიშნება პუტინმა სოჭში, 5 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებისას გააკეთა. თურქული მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, ლიდერებმა ომის ე.წ. გზამკვლევი უნდა განსაზღვრონ, რის შემდეგაც უკვე დელეგაციები დაიწყებენ მუშაობას ამ საგზაო რუკის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა უკვე ოთხჯერ შესთავაზა, თუმცა მოსკოვიდან უარი იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თურქეთი შუამავლის როლში - მოლაპარაკებები ლვოვში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის პრეზიდენტი სირიაში მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას ა...
Music Box
თურქეთის პრეზიდენტი შტატებს \u0026#039;ისლამური სახელმწიფოს\...
PalitraNews
თურქეთის პრეზიდენტი ჰოლანდიას „ბანანის რესპუბლიკას“ უწოდებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის დიპლომატებს აკრიტიკებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის პრეზიდენტი საზღვრებს გარეთ ახალი სამხედრო ოპერაციის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster