რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან შუამავლის გარეშე დიალოგს ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს ულტიმატუმების გარეშე. პარალელურად, უკრაინის ქალაქების დაბომბვა გრძელდება. იზიუმზე განხორციელებულ ავიაიერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი დაშავდა. უკრაინული მხარის ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსებმა 32 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, სადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. სამხრეთ ფრონტზე კი, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში ორმხრივი სროლები გრძელდება. გენშტაბის ინფორმაციით, სიტუაცია რთული, მაგრამ კონტროლირებადია. სამხედროებმა შეძლეს მტრის 18 თავდასხმის მოგერიება - განადგურებულია 13 ტანკი, 27 ჯავშანმანქანა, რვა საარტილერიო დანადგარი, ასევე საბრძოლო ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები. დონეცკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ოლქში დაღუპულია 356 მშვიდობიანი მოქალაქე. ეს მონაცემები არ მოიცავს ქალაქ მარიუპოლს. ამასთან ერთად, უკრაინული მედიის ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა კიდევ ერთ რუსულ ხომალდს, რომელსაც თავს კუნძულ ზმეინისთან დაესხნენ და ახლა ის სევასტოპოლისკენ მიცურავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - რუსული არმია კიევს უ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster