რა მიზეზით არ მისცა თანხმობა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ათ ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტზე
რა მიზეზით არ მისცა თანხმობა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ათ ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტზე - საკითხზე პირველი კომენტარი დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურის განცხადებიდან ირკვევა, უარის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა და ის განცხადებები გახდა, სადაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია მხოლოდ ფორმალურად შესრულდა. ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის თაობაზე იზიარებს და სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ გუნდი თანხმდება, რომ დღეს პრეზიდენტი საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებს. მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების შესატანად საჭირო ხმების შეგროვებაც დაიწყო. ხელისუფლებისგან განსხვავებით, იმპიჩმენტს ჯერჯერობით მხარს არ უჭერს ოპოზიცია. ერთადერთი პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს გეგმავს, „ნაციონალური მოძრაობაა“. გახდება თუ არა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი სააკაშვილის შეწყალება იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე უარის სანაცვლოდ? - ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ზეწოლა ტვ PKTV-ზე. მედიატერორი ქართულად. რა ორგანიზაციაა "კო...
PK TV2
ადვოკატ გიორგი ჟორჟოლიანის მიმართვა. ზეწოლა ტვ PKTV-ზე. მედი...
PK TV2
განცხადება აეროპორტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მედიაექსპერტ გიგლა გობეჩიას ვიდეომიმართვა.ზეწოლა ტვ PKTV-ზე....
PK TV2
PKTV-ს მთ. რედაქტორ ქეთი სესიაშვილის ვიდეომიმართვა.ზეწოლა ტვ...
PK TV2
PKTV-ს საკ.კორ-ის (უცხოეთიდან), ტვ.წამყვან ლია ბაქაქურის მიმ...
PK TV2
ზეწოლა PKTV-ზე. მედიატერორი ქართულად -კომუნიკაციების კომისია...
PK TV2
ასმათ დიასამიძე - ეს პასუხისმგებლობა ეკისრება სრულად სამთავრ...
აჭარა ენმ / Adjara unm