ზეწოლა PKTV-ზე. მედიატერორი ქართულად -კომუნიკაციების კომისია ქართული ტელე პროდუქციის წინააღმდეგ!

07/22/2022
PK TV2-ის მიერ

● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php
● შემოგვიერთდით:   / pktv.ge  
ეს გადაცემა, სახელწოდებით \"ზეწოლა PKTV-ზე. მედიატერორი ქართულად, გიგლა გობეჩიას \"დიდ გარღვევაში\" კომუნიკაციების კომისია ქართული ტვ პროდუქციის წინააღმდეგ!\" ტელეკომპანია -ის პირდაპირ ეთერში გავიდა 2022 წლის 2 ივნისს, ჟურნალისტ გიგლა გობეჩიას საავტორო გადაცემაში \"დიდი გარღვევა.
წ2ამყვანი: გიგლა გობეჩია.
სტუმრები: ჟურნალისტთა კავშირის ექს თვმჯდომარე, ექს სამხედრო პროკურორი, ადვოკატი გიორგი ჟორჟოლიანი
და ტელეკომპანია PKTV-ის დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი.
ტელეკომპანია PKTV-ს მიზანმიმართულად ებრძვიან კომუნიკაციების \"ეროვნული\" მარეგულირებლის ხელით.
მიზეზი? ქართული ფილმების ჩვენება ტელეეთერით!
რეალურად კი მართალ სიტყვას და ჩვენს ტვ გადაცემებს ებრძვიან!
საქართველოში მედიის თავისუფლებას ზღუდავენ!
საქართველოში მედიატერორი მძვინვარებს!
2021 წლის 30 დეკემბერს კომუნიკაციების \"ეროვნულმა\" მარეგულირებლმა, კახი ბექაურის თავმჯდომარეობით, გადაწყვიტა და - ქართული ფილმების ჩვენებისთვის ქართული ეროვნული ტელევიზია საქართველოში 2500 ლარით დააჯარიმა, მერე ანგარიში დაუყადაღა...
ტელეკომპანია PKTV-მა ამის გამო სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საქმე წარმოებაში მიიღო სასამართლომ.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლო წარმოებაშია, 14.07.22 წ. საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ, ახლა ვახტანგ აბაშიძის თავმჯდომარეობით, ქართული ფილმების ჩვენებისთვის ქართული ეროვნული ტელევიზია საქართველოში ახლა 5000 ლარით დააჯარიმა!!!ამ სხდომას ტელეკომპანია PKTV-დან ესწრებოდნენ: ჟურნალისტთა კავშირის ექს თვმჯდომარე, ექს სამხედრო პროკურორი, ადვოკატი გიორგი ჟორჟოლიანი და მედიაექსპერტი, მედიალოგი, PKTV-ს ეთერში 2 პროექტის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი გიგლა გობეჩია.
რა თქმა უნდა, ორივე ბატონი სხდომაზე დასასწრებად ოფიციალურად იყვნენ დარეგისტრირებულნი, თუმცა, ვახტანგ აბაშიძემ, რომელსაც ამ დღეს მმიყავდა სხდომა, გიგლა გობეჩიას სიტყვა არ მისცა!!!

დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ პრობლემაზეა საუბარი , ანუ მედიატერორზე საქართველოში!
საქართველოში იდევნება ყოველივე ქართული, მედიასაშუალებები დავერბოვკებული და დამონებულია ხელისუფლების მხრიდან. მიდის პირდაპირი და დაუფარავი ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე!

მადლობა ყველა თქვენთაგანს, ვინც გამომეხმაურეთ და გვერდში დგომას დამპირდით. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს შენარჩუნებისთვის, ჩვენი მრწამსის - მართლმადიდებლობისა და ქართული ენის ტყვეობიდან გათავისუფლებისა და შენარჩუნებისთვის. თუ მედია წნეხის ქვეშ იქნება, სახელმწიფო აღარ იარსებებს.
ერთად დავდგეთ ქართველნო, ვიბრზოლოთ, გულწრგელად გავაძლიეროთ ერთურთი.ნუ დავუშინდებით ამ თითოოროლა გამაძღარი \"ელიტების\" რისხვას. მათ მხოლოდ მოპარული ფულისა და გაყიდული ქართული მიწებიდან ჩაჯიბული ქონების დაკარგვის, სკამების დაკარგვის ეშინიათ.ამ ყველაფერზე წამსვლელ ღორმუცელებს გონიათ, რომ უკვდავები არიან. ეშლებათ.რადგან იმქვეყნად მხოლოდ 4 ფიცრით გავლენ.
ტელეკომპანია PKTV დამოუკიდებელი ტელევიზიაა. იბრძოლებს ქართული მედიის თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა აღდგენისთვის. იმ დამოუკიდებლობისა, რომელიც ზვიადმა და მერაბმა მოგვიტანა ქართველ ეროვნულ მამულიშვილებთან ერთად.

ცხადი ხდება, რომ ესენი დამოუკიდებელ, ობიექტურ, მართალ სიტყვას ებრძვიან PKTV-ზე გასული მართალი გადაცემების გამო და ფინანსური სანქციები ქართული ფილმების გაშვების გამო დაჯარიმებით მხოლოდ თითიდან გამოწოვილი ამბავია. Რადგან კარგად უწყიან, რომ PKTV-ს ფინანსური მხარე აქვს სუსტი, ანუ არც \"კრიშა\" ყავს და არც ბინძური ფულით არ ფინანსდება, რადგან ამ ორივეს მიღებაზე თავად პკტვ-ს მფლობელებმა, ანუ მე და ზაქარია როჭიკაშვილმა უარი განვაცხადეთ!!!!


● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

ვიდეოები „PK TV2"-ისგან