დნეპროპეტროვსკში დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა


უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 19-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი გამოიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 მოზარდი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთმა შორ მანძილზე მოქმედი„ტუ 22“-ის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან „X-22“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, რომელთაგან ერთ-ერთი დნეპროპეტროვსკში მდებარე კორპუსს მოხვდა.



ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან