მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი უშედეგოდ დასრულდა


თითქმის ექვსსაათიანი მოლაპარაკებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, შეთანხმება ვერ მოახერხეს. „ქართული ოცნება“ მთავარ არგუმენტად საქართველოს კონსტიტუციასთან ამ მოდელის შეუსაბამობას ასახელებს და აცხადებს, რომ თემა დახურულია.

ოპოზიცია კი ისევ ქუჩის აქციებს აანონსებს. თუმცა ორივე მხარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შემთხვევაში, კონსულტაციებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს.

გიორგი კობერიძე აშუქებს დილიდან შეხვედრას - რა განცხადებები გაკეთდა კონსულტაციების დასრულების შემდეგ და საინტერესოა, რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან