ქართველი სამბისტების წარმატებული ასპარეზობა

23.06.2019 00:52

მინსკის თამაშებზე წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას ქართველი სამბისტები. გუშინ მოპოვებული ექვსი მედლის შემდეგ დღეს ქართულ დელეგაციას გარანტირებულად კიდევ ორი მედალი დაემატება. ფინალში იჭიდავებენ ბექა ბერძენიშვილი და ლევან ნახუცრიშვილი. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი გენადი ჩირგაძე ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ჯამში 10 მედალი აქვს და ლაივ რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: