ქართველი სპორტსმენების წარმატება მინსკში
საქართველოს დელეგაციამ ერთ დღეში 10 მედალი მოიპოვა. მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა ბრწყინვალედ დაიწყეს ქართველმა სპორტსმენებმა. სამბოსა და ძიუდოს ნაკრებებმა ჯამში 10 მედალი აიღეს. პირველ ევროპულ თამაშებზე მოპოვებული ორი ოქროს მედალი საქართველოს დელეგაციამ პირველივე დღესვე გააუმჯობესა. თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, რომელმაც 60 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ესპანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. ფავორიტის სტატუსი გაამართლა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა სამბისტმა რუსი სპორტსმენი დაამარცხა. სამბისტებმა კიდევ ერთი ოქროს მედალი 100 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვეს. ევროპული თამაშების ჩემპიონი დავით ლორიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიელს სძლია. გარდა ორი ოქროს მედლისა, ჯონდო მუზაშვილის გუნდმა კიდევ ოთხი მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ მინდია ლილუაშვილი, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე, ხოლო ბექა ბერულავას ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ძიუდოისტებმა. ნოდარ მეტრეველის გუნდიდან კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ამირან პაპინაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ავიდნენ. პირველი დღის შემდეგ საქართველოს დელეგაცია საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზეა. ჩვენი ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქართველი სპორტსმენების დაბრუნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#სპორტისდაფა #ძიუდო ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების წარმატ...
პირველი არხი სპორტი
ქართველი სპორტსმენების პირველი წარმატება „თბილისი 2015-ზე“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 12 საათზე, 30 ოქტომბერი 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ქართველი მორაგბეების წარმატება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი სნოუბორდისტების წარმატება საზღვრებს გარეთ
შუადღე GDS / shuadge GDS
ყველაზე ძლიერი ქართველი ჩემპიონი გოგოების წარმატების ისტორია
TV IMEDI
13-6-2022 თეა წულუკიანმა ქართველ მოკრივეებს ევროპის ჩემპიონა...
Sergo Davlianidze