მამუკა ბახტაძე სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა


ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებსა და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ამ კუთხით არსებულ პროგრესს.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს მთავრობა კი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საბჭოს წევრების კითხვებსაც უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას უწევდა სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჟაკლინ მილერი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან