ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია


ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებლის კიდევ ერთი მოწოდება ოპოზიციის მისამართით.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ აქტორებს ოპოზიციური ერთობის მიღწევას სთხოვს. კლინიკაში მყოფი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტისთვის ხელისუფლების დამარცხების გზა სწორედ ოპოზიციის გაერთიანებაზე გადის. ამ კონტექსტში სკეპტიკურად ფასდება იმ ახალი პარტიის საარჩევნო შანსები, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერებსა და აქტიურ მხარდამჭერებს აერთიანებს. მელია-გვარამიას გაერთიანების შექმნის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციური ხმების დაკარგვის გაზრდილ რისკებზე საუბრობს. 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების და სააკაშვილის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოპოზიცია წინასაარჩევნო სტრატეგიის გადახედვას, როგორც ჩანს, არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობისგან“ პოლიტიკური პარტიების დისტანცირების ტაქტიკა გრძელდება. ოპოზიციური ერთობის საკითხის ჩავარდნის და მთავარი ოპოზიციური აქტორების დამოუკიდებელი გეგმების ფონზე ჩნდება კითხვა - რა პერსპექტივა აქვს კოალიციურ მმართველობას, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების შემდეგ გარდაუვლად მიიჩნევენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან