შეხვედრა IRI-ის წარმომადგენლებთან
არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. საქართველო მყოფი ევროპარლამენტარები დილიდან პოლიტიკურ სპექტრს ხვდებიან. სადამკვირვებლო დელეგაციას საქართველოს პრემიერი შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის, სასამართლო სისტემის შემდგომი დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე. შეხვედრისას ასევე პოზიტიურად შეფასდა პრემიერის ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი სამეზობლო ფორმატის შექმნის შესახებ. მანამდე კი, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ოპოზიციას შეხვდნენ. შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „დროასა“ და ”საქართველოსთვის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი წინასაარჩევნო გარემო იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, წინასაარჩევნოდ ხდებოდა დაშინება და ძალადობა, რომელზეც საგამოძიებო უწყებას რეაგირება არ მოუხდენია. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი კი ცესკო-სგან მოითხოვს, ხმების დათვლის პროცესში ბიულეტენები ვიდეო-კამერაში ისე ჩანდეს, რომ გარჩევადი იყოს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა IRI-ის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა IRI-ისა და NDI-ის წარმომადგენლებთან
Giorgi Kvirikashvili
შეხვედრა NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებთან
Irakli Garibashvili
#მოამბე 21 საათზე, 30 სექტემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - შეხვედრები ელჩების ფასილიტაციით ინდივიდუალურ...
02/02/11 შეხვედრა IRI-ის ხელმძღვანელებთან
MaestroCTN
NDI-სა და IRI-ის ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან, ისინი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შეხვედრა IRI ს საქართველოს მისიის დირექტორთან
Giorgi Margvelashvili