#მოამბე 21 საათზე, 30 სექტემბერი, 2021 #LIVE

30.09.2021 57:00

• თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილს 5 მილიონზე მეტი ევროს უკანონოდ მითვისებას ედავება - კეზერაშვილი და ტელეკომპანია „ფორმულას“ მენეჯმენტი ტელევიზიის დახურვის საფრთხეებზე საუბრობენ, რასაც სამინისტრო და საქალაქო სასამართლო უარყოფენ • სააკაშვილის დაანონსებული დაბრუნება და პოლიტიკური შეფასებები - თაკო ჩარკვიანი ექსპრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება და მისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს; ქვეყნის პარტნიორები დაანონსებული დაბრუნების გეგმას არ მიესალმებიან • პრემიერის შეხვედრა NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო დამკვირვებელთა გზავნილები - ევროპარლამენტი პოლიტიკური ძალებისგან ეუთო/ოდირის შეფასების პატივისცემას ელის • საქართველო მოსალოდნელ მეხუთე ტალღას ვაქცინაციის უკიდურესად დაბალი ტემპითა და პირბადის ტარების საგანგაშო მაჩვენებლით ხვდება - სპეციალისტთა ნაწილი გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ითხოვს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: