ევროკავშირის სანქციები

29.10.2022 00:47

ევროკავშირმა დაახლოებით 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა, - ამის შესახებ იუსტიციის კომისარმა განაცხადა.

“ჯერჯერობით გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი, შვიდ წევრ ქვეყანაში, მათ შორის 2.2 მილიარდი ევრო გერმანიაში”, - განაცხადა რეინდერსმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ, დაყადაღებული აქტივები ომის შემდეგ ქვეყნის აღსადგენად გამოიყენონ.

„თუ ეს არის ევროკავშირის მიერ ჩამორთმეული კრიმინალური ფული, შესაძლებელია მისი გადარიცხვა უკრაინის კომპენსაციის ფონდში“, - განაცხადა რეინდერსმა, თუმცა ამავე დროს თქვა, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania