ვაქცინაციის პროცესი სოფელ ჭრებალოში


აცრის მსურველებს ელოდებიან უკვე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრშიც. ვაქცინაციის პუნქტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა.

როგორც ჭრებალოს მოსახლეობას, ისე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ცენტრს. ვაქცინაცია შესაძლებელია, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით. თუმცა ამ ეტაპზე „სინოფარმით“ აცრას ის პირები შეძლებენ, რომელთაც უკვე მეორე დოზით უწევთ ვაქცინის გაკეთება. პირველი მოქალაქე, რომელმაც ცენტრის მომსახურებით ისარგებლა, ჭრებალოში მცხოვრები 90 წლის მამაკაცი იყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან