„აზოვის“ მებრძოლთა ევაკუაციის პროცესი გრძელდება
„აზოვის“ მებრძოლების ნაწილი როსტოვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 89 სამხედრო ტაგანროგში განათავსეს, თუმცა, გავრცელებულ ცნობას არ ადასტურებენ უკრაინის და რუსეთის თავდაცვის უწყებები. რუსული მხარის განცხადებით, აზოვის ქარხნიდან გამოყვანილია 959 სამხედრო, მათ შორისაა 80 დაჭრილი ჯარისკაცი. უკრაინის გენერალური შტაბი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აზოვის ქარხნიდან სამხედროების გამოყვანა ტყვეთა გაცვლის ოპერაციის ნაწილია. ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხნის დამცველების ევაკუაციის პროცესი გრძელდება და ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. პოდოლიაკის ინფორმაციით, აზოველების ევაკუაციის პროცესში გავლენიანი შუამავლები არიან ჩართული, თუმცა, მათ ვინაობას პროცესის დასრულების შემდეგ დაასახელებს. პოდოლიაკმა მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევაკუაციის პროცესი „აზოვსტალიდან“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსკლუზიური ინტერვიუ „აზოვის“ მეთაურის მოადგილესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აზოვსტალიდან" ყველა მებრძოლი ევაკუირებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შტურმი „აზოვსტალზე“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება „აზოვსტალში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 12 მაისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster