პროცესი სააპელაციო სასამართლოში


თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში პირვანდელი ბრალის დადგენას ითხოვს, რაც თანხების უკანონო ლეგალიზაციას გულისხმობს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას ითხოვენ. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურის მიერ დადგენილი ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო კი ბრალდებულები სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო პროცესზე გამოაცხადებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან