ეკოლოგიური პროექტი ჭიათურაში


უკვე წლებია, სერიოზული ეკოლოგიური გამოწვევის წინაშეა ჭიათურა.
მდინარე ყვირილა, რომელიც ქალაქს ორად ყოფს, მანგანუმის შლამით ბინძურდება. პრობლემის ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. გამოწვევასთან გამკლავების მიზნით კომპანია „ჭიათურ მანგანუმმა“ მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. მდინარე ყვირილას კალაპოტში მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომელიც მას მანგანუმის შლამისგან წმენდს. ნარჩენები კი სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ ტერიტორიაზე საწყობდება. პროცესი კონტროლდება, რომ კალაპოტიდან ამოღებული მანგანუმის შლამით არ დაბინძურდეს ჭიათურის ქუჩები.
ეკოლოგიური პროექტი „მდინარე ყვირილა შლამების გარეშე“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. ამ პროექტის დეტალებზე „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს კომპანიის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა უპასუხა.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან