დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები

16.02.2023 04:17

11 დღე ნანგრევების ქვეშ. თურქეთის მიწისძვრის შედეგად დანგრეულ კორპუსში მოყოლილი ახალგაზრდა ცოცხალი გამოიყვანეს. საათებთან ერთად გადარჩენის შანსების სულ უფრო შემცირების მიუხედავად, თითქმის მიწასთან გასწორებულ 10 ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია არ წყდება. დღითიდღე სულ უფრო იმატებს ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი წყალმომარაგების აღდგენას და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. 36 000-ზე მეტი დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი მილიონამდე ადამიანი მარტო თურქეთში - ზარალის მასშტაბები სულ უფრო მზარდია. დაზარალებულმა ქვეყანამ დღეს ნატოდან კარვების ქალაქის მოწყობაში დახმარების პირობა მიიღო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: