კორონავირუსი - ვითარება საქართველოს რეგიონებში


ფოთში, ხვალიდან აგრარული ბაზარი და სასაფლაოები იხურება. ამის შესახებ ფოთის მერმა განაცხადა. მისი თქმით, ბაზარი, 21 აპრილამდე, სასაფლაოები კი მომდევნო 10 დღე დაიხურება, პერიმეტრს სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ზუგდიდისა და ფოთის აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ ისაუბრა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა. 

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, დაათვალიერა ფოთის, სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები. ყველგან მომატებულია ნაკადი, როგორც ავტომობილების, ასევე მოსახლეობის. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გამოიჩინონ მაღალი საზოგადობრივი პასუხისმგებლობა და დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან