ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს რეგიონებში
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 103 შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი, 36 594-ს შეადგენს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია. უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 350 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 163, ონლაინკლინიკაში 436. ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რეგიონში სულ აცრილია 2 281 პირი, მათ შორის „ფაიზერით“ 1 344, „ასტრაზენეკათი“ - 937. გურიის სამ სოფელში კვლავაც პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს. შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება. აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. რაც შეეხება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს, გურიაში რამდენიმე ადგილას კვლავ დისტანციურ რეჟიმში, რამდენიმე ლოკაციაზე კი ჰიბრიდულ რეჟიმში გრძელდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის ტემპი საქართ...
Euronews Georgia
ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19-ის მესამე ტალღა და ვაქცინაციის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster