რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს რეგიონებში

11.02.2022 01:09

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 20 ათასამდე ახალი შემთხვევიდან, თითქმის ნახევარი თბილისში დაფიქსირდა. რეგიონებში კი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 475-ით გაიზარდა. თბილისის შემდეგ, რეგიონების მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა იმერეთშია, სადაც ბოლო დღე-ღამეში 2 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რთული ეპიდვითარების კუთხით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 327 ინფიცირებულით, შემდეგი - შიდა ქართლი, სადაც 1 184 შემთხვევა დაფიქსირდა და კახეთი - 1 110 ინფიცირებულით. სხვა რეგიონებში 1000-ზე ნაკლები შემთხვევაა. ყველაზე ნაკლები ინფიცირებული კი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშია, სადაც ბოლო დღე-ღამეში 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 224 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, საიდანაც საავადმყოფოებში 6 098 მოქალაქე მკურნალობ. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჰოსპიტალიზაცია ინფიცირებულთა 3 %-ზე ნაკლებ მოქალაქეს დასჭირდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო