პრემიერ-მინისტრი მაღალმთიან აჭარაში


დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტი მაღალმთიანი აჭარიდან დაიწყო. პრემიერმა ქედაში, მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ დაათვალიერა და საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა. „კერკი“ ხუთი სახის პროდუქციას აწარმოებს. ის  2021 წელს სახელმწიფო პროგრამების, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ამოქმედდა. საწარმოს ინვესტიციის სრული მოცულობა 750 ათასი დოლარია, დასაქმებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი. დღესვე პრემიერმა ქედაში გორგაძეების ოჯახში საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა. გორგაძეების ოჯახმა შეღავათიანი აგრო სესხით ისარგებლა და 170 000 ლარის ოდენობის სახელმწიფოს თანადაფინანსებით საფუტკრე მეურნეობა გააშენა. ამ დროისთვის, თემურ გორგაძეს მეურნეობაში 650 სკა აქვს და 10 ტონა თაფლს აწარმოებს. თაფლის რეალიზაციას ის საქართველოსა და თურქეთში ახორციელებს. პრემიერმა ქედაში  სოფელ ძენწმანში ადგილობრივი ფერმერის ვაზის სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა. სურმანიძეების ოჯახმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩხავერისა და ცოლიკაურის ჯიშის ვენახები გააშენა. ამჟამად ფერმერი წელიწადში 7 ტონაზე მეტ ყურძენს იღებს და შემდეგ წლებში 10 ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალს ვარაუდობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან