პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში


პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში გრძელდება. სამუშაო დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგასთან პირისპირ აუდიენციით დაიწყებს, რომელიც გაფართოებულ ფორმატში უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრით გაგრძელდება. მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. გარდა ამისა, დღესვე პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტსა და რადა-ს თავმჯდომარესაც. ხვალ მთავრობის მეთაური, 43 ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებშიც, ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას გუშინ ეწვია. მან გუშინ უკრაინელ კოლეგასთან უკვე გამართა არაფორმალური შეხვედრაც. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები გუშინ ასევე იმყოფებოდნენ საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების სწავლების ცენტრში, სადაც საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან