ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

25.04.2021 00:33

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის მოთხოვნა პრეზიდენტმა უკვე დააკმაყოფილა. ივნისში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე, ის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება: „ჩვენ ვუბრუნებთ ხალხს ძალაუფლებას, რომელიც ხალხისგანვე მივიღეთ“,  - განაცხადა ფაშინიანმა. ის ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და ის კენჭს იყრის როგორც კანდიდატი პრემიერის პოსტზე.

არჩევნები ქვეყანაში 20 ივნისს არის დაგეგმილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub