სახელმწიფოს რადიკალური არითმეტიკა
http://emc.org.ge/ გიორგი ზვიადაური სოფელ ვეძათხევის მაცხოვრებელია. ის ერთ-ერთია სოფლის იმ მაცხოვრებლებიდან, რომელთაც დღემდე მეწყერსაშიშ ზონაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ პირობებში უწევთ ცხოვრება. 86 წლის ზვიადაური მარტო ცხოვრობს ქოხში, რომელიც მეწყრისაგან განადგურებული სახლის ნაცვლად, თავად ააშენა. მისი საცხოვრებელი წნელისაგან დაწნული და წებოვანი ტალახით შელესილი ერთი ოთახია, რომელშიც მხოლოდ ორი საწოლი და შეშის ღუმელი ეტევა. სახლს იატაკიც არ აქვს. ზამთარში, დაწნული კედლების გამო, საცხოვრებლის გათბობა ფაქტობრივად შეუძლებელია. საცხოვრებელი სათანადო საცხოვრებლისათვის დადგენილ მინიმალურ კრიტერიუმებსაც კი არ შეესაბამება. ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც თავად ამბობს, მხედველობა ძალიან აქვს დაქვეითებული და ერთ-ერთი თვალით ვეღარ ხედავს. ცოტა ხნის წინ გაკეთებული თვალის ოპერაციის გამო, რეგულარულად სჭირდება წამლები, რომელთა ყიდვის საშუალებაც, მცირე შემოსავლის გამო, არ აქვს. სახელმწიფოსადმი მიმართვამ ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო - განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, რომელიც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით უზრუნველყოფს, გიორგი ზვიადაურის განცხადება, კომისიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, არ დააკმაყოფილა. EMC საცხოვრებლის უფლების დაკმაყოფილების მიზნით გიორგი ზვიადაურს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი-ის სხვა ვიდეოები
20-21 ივნისის მოვლენების პირველადი სამართლებრივი შ...
20 - 21 ივნისის მოვლენების პირველადი სამართლებრივი...
EMC-ის ფორუმი: გიორგი მაისურაძე - მართლმადიდებლური...
როგორ ჩამოყალიბდა პანკისის ხეობა პოლიტიკურ ეპიცენტ...
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამ...
კოალიცია თანასწორობისათვის
კამპანია ►რას მოითხოვ შენ! გუგული ცუცქირიძე
გურო იმნაძე - შეწყალების მექანიზმზე
მსგავსი ვიდეოები
„ეს იყო უზნეობის ზეიმი ჩაბნელებულ სახელმწიფოში. მივიღეთ სახ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პარტია „ქართული ოცნების“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური შეფასებები პრეზიდენტის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კანონპროექტი და გამკაცრებული წესები პოლიტიკური პარტიებ...
MULTIMEDIA GE
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთის საკითხზე მსჯელობენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავღანეთში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავა ბობოყვათის მიწებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster