რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით დამტკიცდა

06.12.2018 01:36

პარლამენტმა 77 მომხრე ხმით, ორის წინააღმდეგ რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებების განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლები არ დასწრებიან. ახალი რეგლამენტი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია იზრდება. იცვლება მისი საქმიანობის სპეციფიკა. ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრი ანგარიშვალდებული იქნება, საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში პირადად წარუდგინოს. ასევე, მინისტრები ვალდებული იქნებიან, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოცხადდნენ და დეპუტატების კითხვებს პასუხი გასცენ. ახალი ცვლილებებით, შემოდის ინტერპელაციის ინსტიტუტიც. რეგლამენტის ახალი რედაქციით, პარლამენტის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის ადგილად განსაზღვრულია საქართველოს დედაქალაქი, თბილისი. პარლამენტის სხდომის გამართვა სხვა ადგილას შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის სასახლე რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო