ომის 72-ე დღე უკრაინაში


უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათში მტრის 11 შეტევა მოგერია. განადგურებულია 8 ტანკი, 11 ჯავშანმანქანა და 5 ავტომობილი. ამასთან ერთად, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ბოლო დღე-ღამეში 14 საჰაერო სამიზნის განადგურება. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა კრამატორკსში, სადაც სხვადასხვა ცნობით, დაბომბვის შედეგად 20-ზე მეტი შენობა დაინგრა. სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ხარკოვში. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია ფრონტის ხაზზე, ხარკოვთან უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ, ხოლო სამხრეთ მიმართულებით - ხერსონსა და ნიკოლაევში შედარებით სტაბილური სიტუაციაა. ხარკოვთან მოწინააღმდეგე შეეცადა დაებრუნებინა პოზიციები სტარი სალტოვასთან, თუმცა უშედეგოდ. იზუმთან რუსული საოკუპაციო ძალები ასევე წარუმატებლად ცდილობენ პოზიციების გაუმჯობესებას, ხოლო ლუგანსკსა და დონეცკში გრძელდება დაპირისპირება რუბეჟნოესა და პაპასნაიასთან. რუსები ცდილობენ ქალაქ ლიმანსა და სევეროდონეცკზე შეტევას. რთული ვითარება ნარჩუნდება მარიუპოლში. უკრაინის პრეზიდენტმა თავის მორიგ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთმა სარაკეტო შეტევებისა და დაბომბვის შედეგად, უკრაინაში სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან