ახალი მოლეკულური ლაბორატორია

10.01.2021 01:36

კახეთის რეგიონში პირველი თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა, რომელიც 300-მდე ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგების პასუხს ადრესატს 24 საათში მიაწვდის. აღნიშნული ლაბორატორია საგარეჯოში შპს „ჯეო-ჰოსპიტალსის“ ბაზაზე მოეწყო. ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირება ქვეყნის მასშტაბით, ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით. ახლად გახსნილი ლაბორატორია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო