ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

20.11.2020 06:17

კორონავირუსით ინფიცირებული თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ორმხრივი პნევმონია აქვს და ანალიზებშიც ცვლილებები აღენიშნება, თუმცა ტემპერატურის მატება აღარ ფიქსირდება. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. დაავადების გავრცელების პიკურ პერიოდში დღეს კორონავირუსი კიდევ 3 768 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ თვის ბოლოსთვის დღიური მაჩვენებელი 4 000-ს ასცდეს. მოსალოდნელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მსხვილი სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეზღუდვაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: