შვედეთის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

25.11.2021 00:52

შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დატოვა. როგორც „ბიბისი“ წერს, მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. შედეგად, კოალიციური მთავრობიდან პრემიერის მოკავშირე „მწვანეთა პარტია“ გავიდა და მიზეზად კენჭისყრით უკმაყოფილება დაასახელა. მაგდალენა ანდერსონის თქმით, კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, კოალიციური მთავრობიდან რომელიმე პარტიის გასვლის შემთხვევაში, მთავრობა უნდა გადადგეს. მისი განმარტებით, მას არ სურს მართოს მთავრობა, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვის ქვეშ დგება. ამასთან, პრემიერობიდან გადამდგარი ანდერსონი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მას მხარს, როგორც ერთპარტიული მთავრობის ლიდერს ხელახლა დაუჭერს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით ოსკარზე გაიგზავნება
00:31

ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით ოსკარზე გაი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა
02:16

ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ გამარჯვებულია
03:17

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ გამარჯვებულია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამზადისი ევროვიზიისთვის
01:22

სამზადისი ევროვიზიისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართულენოვანმა ფილმმა \"ნიუფესტზე\" ორ კატეგორიაში გაიმარჯვა
03:33

ქართულენოვანმა ფილმმა "ნიუფესტზე" ორ კატეგორიაში გაიმარჯვა

ამერიკის ხმა

შვედეთის პრემიერს პარლამენტი უნდობლობას უცხადებს
00:36

შვედეთის პრემიერს პარლამენტი უნდობლობას უცხადებს

ქართული ტელევიზია

ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერს შეხვდა
00:30

ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თურქეთის პრეზიდენტის პირობა ფინეთსა და შვედეთს
00:57

თურქეთის პრეზიდენტის პირობა ფინეთსა და შვედეთს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო