მედია ფორუმი თბილისში


პროტესტის მიზეზი ხდება თბილისში დაგეგმილი სამხრეთ კავკასიური მედია-ფორუმი.

კონფერენციას, რომლის ორგანიზატორი საქართველოდან მედია-პლატფორმა „საქართველო და მსოფლიოა“, ვლადიმერ პუტინის საგრანტო ფონდი აფინანსებს. პოლიტიკურ წრეებში დარწმუნებულები არიან, რომ ფორუმი რუსული პროპაგანდის ნაწილია, რის გამოც ოპოზიცია ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე თბილისში დაგეგმილი კონფერენცია და მისი მიზნები საფრთხისშემცველად მიაჩნიათ პოლიტოლოგებსაც.

ფორუმი ხვალ იხსნება და მასში რუსეთის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სხვადასხვა მედია-საშუალების წარმომადგენლები და ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა მათგან რამდენიმე საქართველოში არ შემოუშვეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან