ბაგრატიონების დაპირისპირება


ანა ბაგრატიონს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება. ბაგრატიონების დაპირისპირება დღეს ადვოკატების ურთიერთბრალდებებით გაგრძელდა. ანა ბაგრატიონის ინტერესების დამცველის მტკიცებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დავის შეწყვეტა სურს და ყოფილ მეუღლეს ვიდეოკადრების გამოქვეყნებით ემუქრება, სადაც, მათი მტკიცებით, ანა საკუთარ შვილზე ძალადობს.

ადვოკატის მტკიცებით, მუქარა მათ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა გადასცა, აღნიშნული საუბარი კი ანა ბაგრატიონის ადვოკატმა ფარულად ჩაიწერა.

ადვოკატებს შორის კონსულტაციების ფარულად ჩაწერას მიუღებლად აფასებს თავად დავით ბაგრატიონის ადვოკატი. ლევან ჩხეიძე ადასტურებს, რომ მსგავსი საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა ამას მუქარის ფორმა არ ჰქონია. თავად სავარაუდო ძალადობის კადრების შესახებ კი მას თავად დავით ბაგრატიონმა აცნობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან