Norieli - I Want (მინდა)
Recording / Mixing / Mastering / Music by. Paksashvili Video: shorturl.at/nEG07 Facebook Page: / nikoloznorieli Instagram Page: / nikusha.norieli Tbilisi.Georgia 2020 Lyrics: ქროდა უშენობის ცივი პროტოტიპი, ღამე გაჰკიოდა ფანჯრის კიდეებთან. იდგა შემოდგომა, ისე ფერმიხდილი, როგორც ზამთრის მზე, ან ყალბი ნეტარება. კრთოდა უვარსკვლავო ზეცა უმთვარობით, მიწას ლამპიონის ფეთქვა ანათებდა. ქუჩას მივსდევდი და სულის ამოვარდნით, შენს სახლს ვეძებდი რომ გული გამეღო და ისე მეღრიალა როგორც არასოდეს, რომ მე მომენატრე, რომ მე მომენატრე... შენ კი არაუშავს, თუკი ისევ დუმილს მიპასუხებდი და თვალებს დამიხრიდი. ქროდა უშენობის ცივი პროტოტიპი, ღამე გაჰკიოდა ფანჯრის კიდეებთან. ყველგან გეძებე და ვერსად მოგაგენი, ვერსად მოგაგენი, ყველგან გეძებე და რჩები მიუწვდომელ ფიქრად - სექტემბერიც, გადის უშენობის რელსებს დარდიანად- მინდა იცოდე, რომ შენ ხარ ყველაფერი. მინდა იცოდე, რომ მინდა. შენი თვალებით თენდება დილა, ღამე სავსეა ნოსტალგიებით. მე ვამბობ - იცი, ძალიან მცივა... მკოცნი და მკერდზე მისახლკარდები. ქარს მიაქვს რწმენის ბოლო ნამცეცი, ზურგით წარსული დამაქვს მჭიდებად- სანამდე დრო გაქვს, გთხოვ, გაიქეცი შენი ღიმილის გადასარჩენად...
მსგავსი ვიდეოები
Norieli - Dadi (დადი)
Nikoloz Norieli
Norieli - Darkness (სიბნელე)
Nikoloz Norieli
Norieli - Road (გზა)
Nikoloz Norieli
Norieli - Ninanas (ნინანას)
Nikoloz Norieli
Norieli \u0026 ANNO - Umbrella (ქოლგა)
Nikoloz Norieli
Norieli - იყავი ჩემი სახლი
Nikoloz Norieli
Norieli - Cinema Paradiso და
Nikoloz Norieli
Norieli \u0026 ANNO - Serenade (სერენადა)
Nikoloz Norieli