Norieli - Ninanas (ნინანას)

27.07.2020 07:34

Recording / Mixing / Mastering / Music by. Paksashvili Video: shorturl.at/mHW13 Facebook Page:   / nikoloznorieli   Instagram Page:   / nikusha.norieli   Tbilisi.Georgia 2020 Lyrics: შენ შეეცადე დაიჭირო მზე, თუ ის ჭირდება შენ გულს, რომ უფრო ძლიერად დაიწყოს ფეთქვა. არ შეგეშინდეს, თუკი პირველივე ცდაზე ვერ შეწვდები შვილო. იმეორე ცდები იქამდე, სანამ არ აისრულებ მიზანს და ისიც იცოდე, რომ ცდა არანაკლებ დასაფასებელია შედეგზე. ასე რომ თუ საბოლოოდ ვერ დაიჭერ მზეს, იმას მაინც ისწავლი, რომ შენ მიზნისთვის ბრძოლა შეგიძლია... შეუძლებელი არაფერია... სრულიად არაფერი... იცოდე, რომ ყველას საკუთარი გზა აქვს ცხოვრების, საკუთარი მორალი და მისწრაფებები. შენც შენი გექნება. თუკი ოდესმე შევეცდები იმ გზიდან გადაგახვევინო, რომელსაც აირჩევ - არ დამიჯერო. შემეწინააღმდეგე. მე დავაფასებ შენ სიძლიერეს და გამბედაობას ნინანა. სამწუხაროდ ისეთი დღე უეჭველად დადგება, როცა ვერ შევძლებთ შეთანხმებას რომელიმე კონკრეტულ საკითხზე. მინდა ამისთვის თავიდანვე მზად იყო... არაუშავს რომ ჯერ დაბადებულიც არ ხარ. მე მჯერა, რომ გესმის რასაც გწერ, იქ სადაც ახლა ხარ. როცა დაგცინებენ შეგრცხვება, გაბრაზდები, გეტკინება, შეიძლება იტირო კიდეც, მაგრამ ამან არ უნდა აგაღებინოს ხელი საკუთარ სურვილებზე. აუცილებლად დაგცინებენ ოდესმე. ასეა სამყარო მოწყობილი და ასეთები ვართ ადამიანები. შენი ცრემლი არავის დაანახო ნინანა. განა იმიტომ რომ სირცხვილია ტირილი, უბრალოდ იმიტომ რომ ისინი სისუსტედ ჩაგითვლიან ამას. გახსოვდეს იდეალური არავინაა და ვერც შენ იქნები იდეალური, თუმცა შეგიძლია საუკეთესო იყო იმ საქმეში, რომელსაც ხელს მოკიდებ. მინდა იცოდე, რომ ადამიანის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. შინაგანი თავისუფლება და არასდროს დაკარგო ის შვილო. არასდროს დაკარგო საკუთარი თავი, თორემ მთელი სიცოცხლე სხვის მარიონეტად მოგიწევს ყოფნა და ბოლოს - მე შენ მიყვარხარ. შეეცადე შეიყვარო სამყარო არა ცალკეული დეტალებით, არამედ მთლიანობაში. ცუდის სიყვარული უნდა შეგეძლოს, თორემ კარგის სიყვარული იოლია... როდესაც ამას შეძლებ მაშინ ვეღარაფერი დაუდგება წინ შენს მიზანს... შენ, შენ აუცილებლად მიწვდები მზეს... შენ ჩემი მზე ხარ ნინანა, მზე რომელიც მუდმივად მათბობს, ჩემო ჯერ კიდევ არ დაბადებულო შვილო... ნინანა...

გაზიარება: