Norieli - Dadi (დადი)

04/01/2020
Nikoloz Norieli-ის მიერ

Recording / Mixing / Mastering / Music by. Paksashvili

Video: https://bit.ly/2R35Sdo

Facebook Page:
https://www.facebook.com/NikolozNorieli/

Instagram Page:
https://www.instagram.com/nikusha.nor...

Tbilisi.Georgia
2020

Lyrics:

გადის დრო და ფიქრებს,
ეს ზღვა ანაპირებს,
ბოლო დანაპირებს,
გააქრობს, გააჩენს.
წარსული თან დამდევს
აწმყოს და დანარჩენს
ხვალაც დამავიწყებს,
ბურუსში გაახვევს.
აი მოვედი მეც,
მოგითხრობ სიმართლეს
და არ იდარდო დღეს,
დაგანახებ იმ მზეს,
რომელიც
დიდი ხანია არ ანათებს,
რაც შეეხება დანარჩენს...

და დადი, როცა შებინდებას იწყებს ხმელეთი,
როცა ტკივილი სხეულიდან ლამობს გამოსვლას,
როცა ვხვდები, რომ არ გამომდის, თუნდაც გავფრინდე,
ან თუნდაც მხოლოდ ოკეანის შევძლო გაცურვა.
როცა ჰაშიში მიმთავრდება, როცა არ მყოფნი,
კედლებზე ვწერ, რომ აქ მომსვლელიც არ ჩანს არავინ.
ნერვებს მჭიდებად საგულეში ვილაგებ, ჰოდა
კიდევ რამდენი, რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი.
ისეც ხდება, რომ ათას კაცშიც მოგენატრება,
შენი მომსმენი, მოთვალთვალე და ხმის გამცემი,
ისეც ხდება, რომ არასოდეს შენ არ მოდიხარ,
მე კი არ ვიცი, რომელ ქუჩას ანაფეხურებ.
მაგრამ ოდესმე მჯერა მაინც დავიმსახურებ,
რომ ვიყო მგზავრი შენი ჩრდილის კუთხესთან მდგომი,
რომ ვიყო ფიქრი, ვიყო შიში, იმედიც ვიყო
და სასთუმალთან გიჩურჩულო ძველი ზღაპრები,
რომ გასულ მარტში მტკვართან ახლოს დავიწვი თავი
წიგნებად, მითხრეს პოეზიას ასე სჩვევია
და ვიცინოდი, იცინოდნენ, იქ სხვებიც იყვნენ
და იცი დადი... ახლაც მარტია...

გადის დრო და ფიქრებს,
ეს ზღვა ანაპირებს,
ბოლო დანაპირებს,
გააქრობს, გააჩენს.
წარსული თან დამდევს
აწმყოს და დანარჩენს
ხვალაც დამავიწყებს,
ბურუსში გაახვევს.
აი მოვედი მეც,
მოგითხრობ სიმართლეს
და არ იდარდო დღეს,
დაგანახებ იმ მზეს,
რომელიც
დიდი ხანია არ ანათებს,
რაც შეეხება დანარჩენს...

გწერ, რომ არ არის ყველაფერი ძალიან კარგად,
რომ ერთ ადგილზე მიჯაჭვული ვარ რა ხანია.
ჩაიდნის ორთქლზე ძალით ვითბობ გაძარცვულ თითებს,
თითებს, რომლებსაც შენი თმები აღარ აცვიათ.
მე დავიკარგე საკუთარი თავის ძებნაში,
დავკარგე ისიც, რისიც სრული სიცხადით მწამდა
და გადაბზარულ ხელისგულზე ვუყურებ ჩრდილებს,
სხვისას, ფანჯრიდან უკითხავად ვინც შემობარგდა.
სალამი ყველას! ეს სახლია ტკივილით სავსე,
ნერვებით სავსე, სავსე ბრაზით და სიმარტოვით
და მზეც არასდროს არ შემოდის ამ ფარდებიდან
და სულ რომ გსურდეს ღმერთის ნამცეცს აქ ვერ იპოვნი.
ვიზოგავ ისე ზედმიწევნით ტკბილ მოგონებებს,
რომ დამშეულ კაცს ასე ყოფნა არ ეკადრება.
თვითმკვლელთა რიგებს ვერასოდეს ვერ შევუერთდი,
სადაც ვჩქარობდი, მაინც ყველგან დამაგვიანდა.
და დღესაც გწერ, რომ ყველაფერი არ არის კარგად,
რომ ერთ ადგილზე მიჯაჭვული ვარ რა ხანია.
ჩაიდნის ორთქლზე ძალით ვითბობ გაძარცვულ თითებს,
თითებს, რომლებსაც შენი თმები აღარ აცვიათ....

გადის დრო და ფიქრებს,
ეს ზღვა ანაპირებს,
ბოლო დანაპირებს,
გააქრობს, გააჩენს.
წარსული თან დამდევს
აწმყოს და დანარჩენს
ხვალაც დამავიწყებს,
ბურუსში გაახვევს.
აი მოვედი მეც,
მოგითხრობ სიმართლეს
და არ იდარდო დღეს,
დაგანახებ იმ მზეს,
რომელიც
დიდი ხანია არ ანათებს.
რაც შეეხება დანარჩენს...