შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა
საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, სავარაუდოდ 18-19 ივლისს ეწვევა. შარლ მიშელი ქვეყანას ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვევა. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც ახლახან ასოცირებული ტრიოს ფორმატი შექმნეს. სამ ასოცირებულ პარტნიორს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დააჩქაროს რეფორმები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებულ დებულებებს და სამ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის შემდეგი ეტაპისთვის ამზადებს. შესაბამისად, პანელზე განიხილება ევროკავშირის შესაძლო დაინტერესება სამი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორის გაძლიერებული ინტეგრაციის პროცესით. ასოცირებული ტრიოს წარმომადგენლობის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 6 ივნისს, ბრიუსელში გამართული ასოცირებული ტრიოს სამიტზე შეთანხმდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შარლ მიშელის ტურნე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის შეხვედრა შარლ მიშელთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster