გელა ჩარკვიანის ხსოვნას
გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა - ახალგაზრდული ენერგიის, პროგრესული, დროის თანმდევი, თუ წინმსწრები ადამიანი, რომელიც განვლილი წლების მიუხედავად არ კარგავდა განახლების ჟინს, შემართებას, ცხოვრების ხალისს. ბატონი გელა 1992 - 2003 წლებში, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების ამ მძიმე პროცესში იყო პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მისი მარჯვენა ხელი და დასაყრდენი, უცხოელ კოლეგებთან უმაღლესი დონის შეხვდერისას, თუ საზეიმო მიღების დროს მისი აზრების დახვეწილი ინგლისურით გამხმოვანებელი. ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერები დაედო საფუძვლად დოკუმენტურ პროზაულ ნაწარმოებს - „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“, რომელიც ობიექტურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღწერს იმ გზას, რაც საქართველომ გაიარა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღევანდელობამდე. ჩვენ არქივში ინახება 2000 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „გზაზე“, რომლის სცენარის ავტორი და მთხრობელიც ბატონი გელა ჩარკვიანია. ამ პატარა ფრაგმენტით პატივს მივაგებთ ქართველ დიპლომატს, მწერალს, პუბლიცისტს, პედაგოგს, სიმპათიურ და არტისტულ ადამიანს. მისი ხსოვნა და არდავიწყება მისივე დატოვებულ წიგნებსა და ჩვენ მეხსიერებაშია ჩაბეჭდილი. ფილმის სრულად სანახავად გადადით ბმულებზე: • გზაზე, 2000, დოკუმენტური (ნაწილი I) • გზაზე, 2000, დოკუმენტური (ნაწილი II) • გზაზე, 2000, დოკუმენტური (ნაწილი III)
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი
culturegovge culturegovge
„ისტორიას დარჩება!” ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი...
culturegovge culturegovge
გელა ჩარკვიანის 80 წლის იუბილე
შუადღე მესამეზე
გელა ჩარკვიანის პირველი მხატვრული ნაწარმოები „მერმისის ჭაღარ...
TV IMEDI
გელა ჩარკვიანის წიგნის პრეზენტაცია სტუ-ში
Stu Net
გელა ჩარკვიანის დილა 01
გადაცემა მაღვიძარა
გელა ჩარკვიანის მიერ შესრულებული "ქართველი ემიგრანტის სიმღერ...
6 N6
#ახალიდღე გელა ჩარკვიანის სიყვარული, მუსიკა და წიგნებად ქცეუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster